ქუთაისში ველოსიპედი მოიპარეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყების პრესსამსახურში "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მამაკაცი დაკავებულია.