ქუთაისში მცხოვრებლები ღამის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას აკრიტიკებენ.
მოსახლეობის თქმით, მძღოლები ხშირად თვითნებურად იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ საათამდე იმუშაონ.
"19:00 საათი იყო, მიკროავტობუსში რომ ჩავჯექი. მძღოლმა მითხრა: ჩადით, ვინც უკვე სალონშია, იმათ ჩავიყვან და მორჩა, მეტ მგზავრს აღარ ავიყვანო. ვუთხარი, ხალხი სამსახურს ახლა ამთავრებს და ტრანსპორტი სწორედ ახლა გვჭირდება-მეთქი, რაზედაც მიპასუხა, რომ ეს ჩემი საქმე არ არის“, - უყვება მგზავრი "ინფო იმერეთს".