სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წყალტუბოში, სოფელ სორმონში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჯ. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, უკანონოდ ახორციელებდა ფრინველის დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტო მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და უვნებელი სურსათის მიწოდების მიზნით კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს.