ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა.

„ინფო იმერეთს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ ის საწოლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

"პატიმარი იმყოფებოდა 6-კაციან საკანში. მეორე სართულზე იწვა, რა დროსაც მოულოდნელად გამოვარდა ძირს და სახით დაეცა. პატიმრებმა ეგრევე სცადეს დახმარება, ასევე დაუძახეს ციხის ადმინისტრაციას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განუცხადეს "ინფო იმერეთს" პენიტენციურ დაწესებულებაში.

შემთხვევა 9 ოქტომბერს მოხდა.

ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.