ქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.
"ინფო იმერეთს" ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
"ნაგავს ყრიდა ეს კაცი და მანქანა დაეჯახა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის", - ამბობენ თვითმხილველები.
პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.