იმერეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.