მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“ წევრები და დაკავებულთა ოჯახები რეგიონული კამპანიის - "თავისუფლების ხმა ციხიდან" ფარგლებში ამჯერად საჩხერეში იმყოფებიან.
პატიმრების ოჯახის წევრები მოსახლეობას ქუჩებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ.
ისევე როგორც სხვა ქალაქებში სტუმრობისას, მათ მოქალაქეებს საჩხერეშიც გაზეთები - "თავისუფლების ხმა ციხიდან“ და „საკანი 101“ დაურიგეს.
როგორც მშობლებმა აღნიშნეს, საჩხერეში ჩასვლა მათთვის მნიშვნელოვანი იყო და ხალხისგან ელიან თანაგრძნობასა და მხარდაჭერას, რადგან სამართლიანობა ყველას ეხება.