სამოქალაქო აქტივისტ აკაკი საღინაძის ინფორმაციით, ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლი გამსახურდია-აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ბოტანიკურ ბაღში გადაიტანეს.
ჯერჯერობით უცნობია, ძეგლი ადგილზე დროებით განათავსეს თუ მუდმივად დატოვებენ.
არსებული ინფორმაციით, იქ სადაც ვასილ კიკვიძის ძეგლი იდგა, ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმა იგეგმება.
ვასილ (ვასო) კიკვიძე (1895–1919) ბოლშევიკური წითელი არმიის ერთ-ერთი ცნობილი მეთაური იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში, იყო კავალერისტი.