კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, საფეხბურთო კლუბების "სპაერის" და ქუთაისის "ტორპედოს“ დაპირისპირება დრამატული ფრით, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

"სპაერი“ მე-6 წუთზე ლაშა კოხრეიძის გოლით სწრაფად დაწინაურდა, ქუთაისელებმა კომნენ ანდრიჩის დუბლით შესვენებამდე დაწინაურება შეძლეს.

81-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანმა შესანიშნავი შორეული გასროლით წონასწორობა აღადგინა. გიორგი არაბიძემ 90+8-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და ასისტთან ერთად ანგარიშზე გოლიც ჩაიწერა. სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 საგოლე მოქმედებაა – 8 გოლი და 13 საგოლე გადაცემა. მაგრამ 90+11-ე წუთზე გოჩა ცირდავამ „სპაერს“ ქულა მოუტანა.