ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის დასაწყისში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, 400 დღეში 2025 წელს უნდა დასრულებულიყო.
თუმცა, პროცესის გაჭიანურების გამო, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის გაგრძელება ალტერნატიულ ფართში კვლავ უწევთ.
2026 წლის მიწურულს შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ისევ არ არის დასრულებული.
სკოლის შენობაში ამ დრომდე მხოლოდ შავი კარკასის შესაბამისი სამუშაოებია შესრულებული. დერეფნებსა და საკლასო ოთახებში კვლავ შიშველი ბეტონია, კედლები დაფარულია არმატურის ბადით, ხოლო კიბის უჯრედებსა და ჭერზე სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
შენობას გარედან უკვე შეცვლილი აქვს სახურავი, თუმცა ფასადი და შიდა ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხების გამო, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უკვე მესამე სასწავლო წელია, დროებით ფართში უწევთ მუშაობა, ხოლო მშობლიურ შენობაში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.