ქუთაისში მიკროავტობუსებში მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობაა.
"ინფო იმერეთს" მგზავრებმა გამოუგზავნეს ფოტოები, რომელიც ასახავს საქალაქო მიკროავტობუსებში არსებულ ანტისანიტარიასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ტრანსპორტის სავარძლები დაზიანებულია. დახეული სავარძლების ქსოვილები, ღრუბლები, ხოლო სალონის იატაკის საფარი თითქმის სრულად არის დაზიანებული.
მგზავრების თქმით, მსგავსი პირობები არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ გადაადგილებისას უსაფრთხოების რისკებსაც შეიცავს.
ადგილობრივები შესაბამის უწყებებსა და მუნიციპალიტეტს მოუწოდებენ, მეტი ყურადღება დაუთმონ კერძო თუ მუნიციპალური მიკროავტობუსების ტექნიკურ და ვიზუალურ ინსპექტირებას, რათა ქალაქში მგზავრთა გადაყვანა ელემენტარულ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებდეს.