ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა.
როგორც BPN წერს, გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა.
მათივე ცნობით, მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ - 30-52 თეთრით მოიმატა.