ქუთაისის ჯომარდობის ბაზას, რომელიც 2023 წელს საზეიმოდ გაიხსნა, დღეს ბოქლომი ადევს.
ჯომარდობის ბაზის მოწყობაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.

დღეს ტერიტორიაზე, სადაც ტურისტებისა და სპორტსმენების თავშეყრის ადგილი უნდა იყოს, სარეველა ბალახი ხარობს.
"ეს გახსნეს, გადაიღეს ფოტოები და იმის მერე დაბოქლომებულია. გველები და მღრღნელები გადმოდიან აქედან. არაფრის ღირსი ჩვენ არ ვართ - ევროკავშირმა ფული მოგვცა, სპორტი განავითარეთო და იმასაც ვერ მოუარეს“, - ამბობს მიმდებარედ ბიზნესობიექტზე დასაქმებული ადამიანი.
