ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს უცნობმა პირმა ხელიდან ტელეფონი წაართვა და მიიმალა.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.
დაზარალებულის თქმით, მას ხელში ტელეფონი ეჭირა, მოძრაობდა, რა დროსაც უცნობი პირი მივარდა და ტელეფონი წაართვა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
შსს ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც ტელეფონი გაიტაცა.