ბაღდათში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ბაღდათობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებამ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები და სტუმრები გააერთიანა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბაღდათის კულტურული ტრადიციებისა და ადგილობრივი თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

დღესასწაულის გენერალური სპონსორი წელსაც კურორტი საირმე და "საირმის რეკრეაციული ფერმა“ იყო.

კურორტ საირმის დირექტორის ბაქარ ბაბუხადიას განცხადებით, „ბაღდათობა“ განსაკუთრებული დღეა თითოეული ბაღდათელისთვის.

"მოხარულები ვართ, რომ „საირმის რეკრეაციული ფერმა“ ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის გენერალური სპონსორია. კურორტი საირმე ბაღდათთან მჭიდროდ არის დაკავშირებული -  პროექტის მთავარი ინვესტორი და დამფუძნებელი თემურ კოხოძე თავად ბაღდათელია, ხოლო ჩვენი გუნდის უდიდეს ნაწილს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები შეადგენენ. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ორგანიზაციასა და ბაღდათელებთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე და ხელი შევუწყოთ ამ ტრადიციის გაგრძელებას“, - განაცხადა ბაქარ ბაბუხადიამ.