ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა.
მიტროპოლიტი კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლის 25 დეკემბრიდან გარდაცვალებამდე მართავდა.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თავისი ანდერძის თანახმად დაკრძალულია ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში.