7 წლის წინ, 20 ივნისს "გავრილოვის ღამეს" მოქალაქეების სასტიკი დარბევა ქუთაისში აქციაზე კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
აქტივისტები პოსტერებით “რუსეთი ოკუპანტია” ტრადიციულად ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ იმისათვის, რომ “ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მკაფიოდ უთხრან - საქართველო არასოდეს შეეგუება რუსეთში დაბრუნებას.
დღესვე ქუთაისში აქციაზე ცნობილი პედიატრის გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრება გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.