რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები მეგობრები - შაკო ლურსმანაშვილი და დათო კობახიძე არიან.
რიკოთზე გუშინ ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.