ქუთაისში ტაქსის კომპანია "ბოლტის" თანამშრომლები გაიფიცნენ.

მძღოლები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ. ისინი სამგზავრო ტარიფების გაზრდას, სამოძრაო რუკების განახლებას და  საკომისიოების შემცირება მოითხოვენ.

"ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების დაკორექტირება. ასევე სამოძრაო რუკების გადახედვა. ხანდახან ისეთი გზით გვთხოვს წასვლას, რომ არის სისულელე იქიდან მგზავრის  წაყვანა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი კი იგივე დარჩა", - ამბობს "ინფო იმერეთთან" საუბრისას ტაქსის მძღოლი.

ქუთაისში რამდენიმე კვირის წინ იგივე მოთხოვნებით "მაქსიმის" ტაქსებიც გაიფიცნენ.