ქუთაისის „არესმა“ არსებობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. ქვეყნის ჩემპიონატის წინასწარ ფინალში "არესი“ თანაქალაქელ „აიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 33:22 დაამარცხა. 18 აპრილს, "აია არენაზე“ გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა: პირველი ტაიმი „არესის“ გამარჯვებით, 18:8 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში „აიამ“ ლიდერობის დაბრუნება შეძლო (21:22).
მატჩის ბედი დასკვნით 10 წუთში გადაწყდა. მოედანზე შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა შოთა ხელაძემ, ორი გადამწყვეტი ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს ფინალისკენ გაუხსნა გზა. ხელაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სპეციალური პრიზიც გადაეცა. გამარჯვებულთა მხრიდან ლელოები ასევე მ. ბაბუნაშვილმა და მაჩალაძემ დადეს, ხოლო სანდრო ფურცხვანიძემ გუნდს 13 ქულა (3 ჯარიმა, 2 გარდასახვა) შესძინა.
ისტორიული ფინალი 25 აპრილს ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება. „დიდი 10“-ის მთავარ ტიტულისთვის ბრძოლაში ქუთაისის "არესი“ "ბათუმს“ დაუპირისპირდება.