სახსრების ტკივილი, დილის შებოჭილობა, შეშუპება, ქრონიკული დაღლილობა ან აუხსნელი ანთებითი პროცესები - ეს სიმპტომები ხშირად რევმატოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს და დროულ ყურადღებას საჭიროებს.
🔻კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს იღებს რევმატოლოგი თამარ ხუჭუა, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
👩⚕️რევმატოლოგი მკურნალობს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა:
• რევმატოიდული ართრიტი
• ოსტეოართროზი
• სისტემური წითელი მგლურა
• მაანკილოზებელი სპონდილიტი
• ფსორიაზული ართრიტი
• პოდაგრა
• სხვა ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები
რევმატოლოგიური დაავადებები ხშირად პროგრესირებადია. მკურნალობის გადადებამ შესაძლოა, გამოიწვიოს:
• სახსრების დაზიანება
• მოძრაობის შეზღუდვა
• ქრონიკული ტკივილი
• ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესება
დროული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალურად შერჩეული თერაპია ხელს უწყობს დაავადების კონტროლს, სიმპტომების შემცირებასა და გართულებების პრევენციას.
თუ გაწუხებთ სახსრების ტკივილი ან ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, ნუ გადადებთ კონსულტაციას.
საკონტაქტო ნომერი: 0431 20 80 80 ქუთაისი, ჯავახიშვილის 85