ყაჩაღობა ქუთაისში - 30 წლის მამაკაცმა, ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობს ცივი იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია.
"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.