25 აპრილს, 16:00 საათზე ქუთაისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი წელია, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, აუცილებელი მედიკამენტების გარეშე ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წლამდეა, ხოლო შესაბამისი მკურნალობის პირობებში შესაძლებელია 40 წლამდე გახანგრძლივება.

მშობლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა, მაშინ როცა ქვეყანაში ამ დიაგნოზით დაახლოებით 100-მდე ბავშვი ცხოვრობს და მათი მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება.

მოქალაქეები და მშობლები საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.