ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც დაზიანებები ფეხის არეში აქვს.
"ყვირილის ხმა შემომესმა, გარეთ რომ გამოვედი, დაშავებული იყო ქვეითი, მერე სასწრაფო მოვიდა. სხვა დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განუცხადა "ინფო იმერეთს" თვითმხილველმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.