ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე - ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის  შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

"ინფო იმერეთს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.