ქუთაისის ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანილ შინაურ ცხოველს ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში მარტვილიდან გადაიყვანეს. დაკბენილია 3 ადამიანი.

"სოფელ ბანძაში, მაღაზია „ორ ნაბიჯთან“ უპატრონო ძაღლის მიერ დაკბენილი ორი პირი იძებნება. თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს!", - წერს აქტივისტი ონისე ჯანაშია.

ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.