ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა.

ადგილზე რამდენიმე კლინიკა და კერძო ობიექტია, იქ მისულ ადამიანებს კი საავტომობილო გზა ავარიული ხვდებათ.

"ქუთაისი გადაიქცა ორმოების ქალაქად. ის, რაც ჩხობაძის ქუჩაზე ხდება, არის სირცხვილი, ადგილი, სადაც რამდენიმე კლინიკაა, ასე გამოიყურება", - გვეუბნება ადგილობრივი და "ინფო იმერეთს" გასავრცელებლად ფოტო- ვიდეო მასალას  უგზავნის.

ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩა არ არის ერთადერთი, სადაც საავტომობილო გზა ავარიულია.