დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ნეიროქირურგიული სამსახური, რომელიც პაციენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას.
ჰოსპიტალში გეგმური და გადაუდებელი ნეიროქირურგიული დახმარება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების მართვისას. დანერგილია საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებთან სრულად შესაბამისი ნეიროქირურგიული მიმართულებები:
- ნეიროონკოლოგიური ქირურგია
- ენდოვასკულური და ღია სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია
- სპინალური (ხერხემლის) ქირურგია
- ფუნქციური ნეიროქირურგია
- პედიატრიული ნეიროქირურგია
- ნეიროტრავმის მართვა
თავის ტვინსა და ხერხემალზე ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება უახლესი ნეირონავიგაციის სისტემის გამოყენებით — ინოვაცია, ნეირონავიგაცია უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სისტემაა, რომელიც ცვლის ნეიროქირურგიის სტანდარტს და პაციენტის უსაფრთხოება ახალ დონეზე აჰყავს. სისტემა ნეიროქირურგს საშუალებას აძლევს ოპერაციის მიმდინარეობისას ზუსტად განსაზღვროს პათოლოგიის ლოკალიზაცია მილიმეტრის სიზუსტით, რეალურ დროში.
ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობებია:
- მაღალი სიზუსტე
- მინიმალიზირებული ტრავმა
- ნეიროქირურგიული პროცედურების უსაფრთხოება და ოპტიმიზებული დაგეგმვა
- თავის და ზურგის ტვინის სიმსივნეებისა ზუსტი ლოკალიზაცია და რეზექცია სამგანზომილებიანი ვიზუალის გამოყენებით
- ფუნქციური უბნების მაქსიმალური დაცვა: მეტყველების, მოძრაობისა და სხვა კრიტიკული უბნების დაზიანების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება
- ბიოფსიისას პათოლოგიური ქსოვილის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა
- ხერხემლის ქირურგიაში პედიკულური ხრახნების ზუსტი ჩადგმა, განსაკუთრებით, რთული ან დეფორმირებული ანატომიის (სქოლიოზის) დროს
- რადიაციის შემცირება, მინიმალური ინვაზიურობა, ნაკლები ტკივილი და სწრაფი რეაბილიტაცია
ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია იაკობ ცერცვაძე —საერთაშორისო გამოცდილების მქონე ნეიროქირურგი, აკადემიური და პროფესიული სამედიცინო ორგანიზაციების აქტიური წევრი.
პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, გუნდთან ერთად (განყოფილებაში მუშაობს 6 ნეიროქირურგი რომელიც უწყვეტად გადის გადამზადებას ევროპის წამყვან ჰოსპიტლებში) ჩატარებული აქვს 5000-ზე მეტი ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი მონაწილეობით საქართველოში დაინერგა მინიინვაზიური ხერხემლის ქირურგია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ტრავმას, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობასა და პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს.
ექიმ ცერცვაძეს პროფესიული განათლება და კლინიკური გამოცდილება მიღებული აქვს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში:
▪ რეზიდენტურა — თურქეთი, სამსუნის 19 მაისის საუნივერსიტეტო კლინიკა, სტამბოლის მარმარის საუნივერსიტეტო კლინიკა
▪ Fellowship (კლინიკური სტაჟირება) — გერმანია, მანჰაიმის საუნივერსიტეტო კლინიკა
▪ საერთაშორისო კლინიკური გამოცდილება — აშშ, Barrow Neurological Institute
იაკობ ცერცვაძე აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებში და წარმოადგენს საქართველოს არაერთ ავტორიტეტულ სამედიცინო ორგანიზაციაში:
- ვიანის ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი
- ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის (EANS) ეროვნული დელეგატი
- საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი
- პედიატრიული ნეიროქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISPN) წევრი
- ევროპის ინსულტის ორგანიზაციის (ESO) წევრი
- მინიინვაზიური ნევროლოგიური თერაპიის ევროპული საზოგადოების (ESMINT) წევრი
არის 20-ზე მეტ საერთაშორისო კონგრესსა და სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებელი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. თანამედროვე ნეიროქირურგიული განათლების განვითარებისთვის დააფუძნა პიტერ შმიდეკის სახელობის ნეიროქირურგიული ლაბორატორია.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი კვლავ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ნეიროქირურგიული მომსახურების განვითარებას.
- ვიზიტის დასაჯავშნად: 0431 20 80 80
მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N83ა
მეტი ინფორმაციისთვის და სიახლეების გასაგებად გამოიწერეთ ოფიციალური გვერდი:
https://www.facebook.com/WestGeorgiaMedicalCenter