ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

როგორც "ინფო იმერეთს" სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია, გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს. 

"ინფო იმერეთი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.