ქუთაისში, ადგილობრივები ქალაქში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების უმრავლესობა ორმოებად არის ქცეული, თუმცა არის ისეთებიც, რომლის რეაბილიტაციაც დაიწყო და ნელ ტემპში მიმდინარეობს, ან საერთოდ შეჩერებულია.
"ინფო იმერეთს" ერთ-ერთი ასეთი ფაქტის ამსახველ ფოტოს ადგილობრივი აწვდის, რომელზეც ქალაქის მთავარ ტურისტულ ადგილამდე, ბაგრატის ტაძრამდე მისასვლელი გზაა.
"ასეა ერთი თვეა, თქვენ რომ აშუქებთ, აკეთებენ ხოლმე", - გვწერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.