"გაგრამ“ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 2:2.

ქუთაისელებმა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედარში ანგარიში სწრაფად, მე-5 წუთზე, ლადო მამუჩაშვილის დარტყმით გახსნეს. „გაგრამ“ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ანდრი ანდრეიჩუკის გოლით წონასწორობა აღადგინა, 58-ე წუთზე კი ილია სკრიპნიკმა მასპინძლები დააწინაურა.

ქუთაისელებმა იბრძოლეს და თამაში გადაარჩინეს. 76-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ფელიპე პირესს ოლექსანდრ ვორობეიმ აუღო, მაგრამ ბრაზილიელმა შემტევმა დამატებაზე მაინც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.