წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მაღლაკთან ხანძარია. იწვის ხმელი ბალახი.
"ინფო იმერეთს" ფოტოები ადგილობრივებმა მიაწოდეს და განაცხადეს, რომ ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ შენიშნეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.