“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, წყალტუბოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ჟორჟოლიანი დაინიშნა.
ის წლების განმავლობაში სამტრედიის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე კი ქუთაისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
მანამდე წყალტუბოს პოლიციის უფროსის თანამდებობას ლაშა კუჭუხიძე იკავებდა, რომელიც ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, პოლიციის უფროსები შეიცვალა ასევე იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.