ვანში, სოფელ ფერეთაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ტარდება ასევე წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული სისტემით.
წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, დანარჩენ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა.
არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.