ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში საკუთარი არჩევანი 447-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ელექტრონული დათვლის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.
387-მა ამომრჩეველმა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა, 57-მა "ძლიერ საქართველო - ლელოს", 43 ბიულეტენი გაბათილდა.
უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული.