ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს.
აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა შეიქმნა კვალიფიციური საჯარო მოხელეების მოსამზადებლად და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად სახელმწიფო სტრუქტურებში.

მისი მიზანი იყო: ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული რესურსის გაძლიერება და საჯარო სექტორში პროფესიული სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა.

ქუთაისელების თქმით, პარლამენტის, მთავრობის სახლის, სემეკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და კონტროლის პალატის შემდეგ, ქუთაისიდან თბილისში ეს უკანასკნელი რგოლიც გადაიტანეს.