გიორგი არაბიძე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. 

მხარეებს შორის კონტრაქტი 1+2 სისტემით, კლუბის მხრიდან გაგრძელების ოფციით გაფორმდა. 

გიორგი არაბიძე “ტორპედოში” 2022 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან "ტორპედოს" კლუბის მაისურით 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში 26 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.  

"ვულოცავთ გიორგის სახლში დაბრუნებას და წარმატებებს ვუსურვებთ “ტორპედოსთან” ერთად",- წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.