საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები გაურკვეველი დროით შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელს და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ფასებზე.

კრიზისი იმდენად მწვავეა, რომ აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

რაც შეეხება ნავთობის ფასებს, ამ დროისთვის “ბრენტის“ ტიპის საწვავზე ბარელის ღირებულებამ კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა.