"კლინიკა ბომონდი" 20 წლის ლიკა ტალახაძის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
"პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
"კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
"კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ და მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ.