ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, 20 წლის ლიკა ტალახაძემ შვილი ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში გააჩინა, სამი დღის წინ თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც ქუთაისში, კლინიკაში "ბომონდში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ.