ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერმა 5 საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

მეწყრული პროცესები ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში გამთენიისას განვითარდა.

მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებული არავინაა.

მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც "ინფო იმერეთის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაზიანებულია საავტომობილო გზა და ელექტროგადამცემი ხაზები.

მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.