გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინა.
ცხელ ხაზზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ფრინველი თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი ვეტერინარული დახმარება გაუწიეს.
გამოჯანმრთელების შემდეგ, ყანჩა კრწანისის ტყე-პარკში დააბრუნეს.