საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს "ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის" პროგრამა გაუუქმა - ამას ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული კვოტები, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალიდან ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია ამოღებულია.

წინა კვოტის თანახმად, 2026 წელს უნივერსიტეტს ამ მიმართულებით 20 სტუდენტი უნდა მიეღო, თუმცა ის ახლა 0-ით განისაზღვრება. ანალოგიური ბედი გაიზიარა იბერიის ისტორიის საბაკალავრო პროგრამამაც, რომელსაც წინა კვოტით 20 სტუდენტი უნდა მიეღო.

შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის განსაზღვრული კვოტები 40-ით შემცირდება და 560 იქნება.

წელს უნივერსიტეტისთვის განსაზღვრული კვოტები ასე ნაწილდება: