ქუთაისელმა მოჭადრაკე მარიამ მიქაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და 8 წლამდე გოგონათა შორის ორ ოქროს მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული ერთდროულად ორ დისციპლინაში - სწრაფ (რაპიდი) და ელვისებურ (ბლიცი) ჭადრაკში მოიპოვა.
ტურნირზე მარიამ მიქაძემ სტაბილური და დაჯერებული თამაში აჩვენა, რითაც ტურნირის ორგანიზატორთა და გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურა.