ქართველი სპორტსმენი, ქუთაისელი ავთო ლიკლიკაძე სუმოში ევროპის ჩემპიონი გახდა.
მან ოქროს მედალი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სუმოს 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობისას მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ავთო ლიკლიკაძეს მანამდეც ჰქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევები - კერძოდ, მან საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ცნობით, 2025 წელს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (80 კგ წონით კატეგორიაში).