ქუთაისის მე-4 და მე-7 საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ სხვა სკოლებში შეხვდებიან.

მე-7 საჯაროს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია, მიმდინარეობს.

რაც შეეხება მე-4 სკოლას, ის წლების წინ ავარიულობის მიზეზით დაანგრიეს, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

მშობლები მუდმივ დისკომფორტზე საუბრობენ და პერიოდულად აქციებს მართავენ.