"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს.

პროკურატურის წარმომადგენლები გიორგი ბარამიძის სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

პროკურატურის ცნობით, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზეა დაკავებული

გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში ომის დროს "ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ გამოძიება "სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის" მუხლებით დაიწყო.