ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
"ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ქვეითი და მეორე ავტომობილში მყოფი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.