ქუთაისელმა სპორტსმენმა საბა ინანეიშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ქართულ ჭიდაობაში გამართულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალურ ორთაბრძოლაში ინანეიშვილმა მონღოლეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
"ეს გამარჯვება ქართული ჭიდაობის ისტორიაში ახალი გვერდის დაწერა და განსაკუთრებით საამაყოა ქუთაისისთვისაც",- ამბობენ სპორტსმენები.