საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
კარიერაში პირველად სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ხმლით მოფარიკავემ სამშობლოში გამართულ წლის უმთავრეს ღონისძიებაზე ოქრო არავის დაუთმო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფარიკაობაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ასევე, ქართველი მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში, დაგროვებული ქულებით პირველ ადგილზეა.